воскресенье, 8 мая 2016 г.

სასწავლო პროექტი

                                                   
 1. პროექტის სახელწოდება 
        ნაწერი რჩება უკუნისამდე

2.მოსწავლეები შეისწავლიან ხელნაწერთა ისტორიას, გაეცნობიან ქართულ სიძველეთა ქომაგის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას,გამოიკვლევენ საწერ მასალებს ჭილს, ეტრატს, პალიმფსეფტებს , ქიმიურად გაანალიზებენ მელანს,მიიღებენ მელნის ფორმულას,ჩაატარებენ ცდას და სახელდახელოდ შექმნიან მელანს,გააკეთებენ პრეზენტაციას.

3.პროექტის აქტუალობა -- მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ,თუ რა გზა გამოიარა ჩვენმა წინაპარმა,რომ დღევანდელი ცივილიზაციისთვის მიეღწია. რა გზა განვლო საწერმა მასალამ , პაპირუსიდან კომპიუტერამდე.კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებაზე და ისწავლიან ნამდვილ ქართველობას.
აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა.

 4. პროექტის მიზნები 
საკითხის კვლევა ჯგუფების მიერ,შეაწავლილი საკითხის დახარისხება, როლების გადანაწილება,პრეზენტაციის მომზადება ,ცდის ჩატარება, ბოლოს საჯარო წარდგინება



5.მონაწილეთა ასაკი --- 14 წელი,მე-8 კლასი


 6. ვადები/ ხანგრძლივობა  -- 1 თვე


 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას---
 მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოპოვებასა და დახარისხებას, თანამშრომლობას, პრეზენტაციის შექმნას  power point-ში,ჩამოუყელიბდებათ ლიდერობის თვისება,მეტყველების კულტურა,კვლევისა და გაანალიზების უნარი,გააკეთებენ დასკვნებს,ისწავლიან პატივისცემას ეროვნული კულტურის  მიმართ.

 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები----- კომპიუტერი,  პროექტორი, სახელმძღვანელო--ვ.როდონაიას ავტორობით,ფორმატი,მარკერი,   სახამებელი,იოდი,

  9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები)- ჯგუფებად დაყოფა,საკთხების გადანაწილება, 1.ჯგუფი-- საწერი მასალები უძველესი დროიდან დღემდე,
2. მელანი და მისი ქიმიური შედგენილობა,3. ქართული ხელნაწერები, 4. ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების გზა.   ჯგუფებთან კონსულტაცია, შესაბამის მასალაზე სლაიდების მომზადება., ნამუშევრების გაზიარება, საჯარო წარდგინება.
მუშაუბაზე დაკვირვება, ურთიერთშეფასება, რჩეული ჯგუფის გამოკვეთა, კრიტერიუმებით შეფასება ყველა ჯგუფის  მუშაობის, საბოლოო შეჯამება


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი 
     ქიმია , ისტორია, ქართული

  11. პროექტის ხელმძღვანელი      მაია ოთარაშვილი

 12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტ      maikoendmaiko@gmail.com

 13. პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი  http://maiko-ict2.blogspot.com/



суббота, 7 мая 2016 г.

მე-2 მოდულის შეფასება




            ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,რომელიც საგაკვეთილო      პროცესის გამრავალფეროვნებაში დამეხმარება.      ტექნოლოგიებით     გამდიდრებული გაკვეთილები უფრო საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის.
            ვისწავლეთ ეფექტიანი პრეზენტაციის მომზადება,ელექტრონული      ფორმატის გამოყენება საიტიდან,აუდიო და ვიდეოფაილების ჩასმა.შევქმენით  ბლოგი,ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების შენახვა,დავგეგმეთ გაკვეთილი პრეზენტაციის გამოყენებით,შევქმენით შეფასების რუბრიკები.